მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 5 დღეში კორონავირუსის შემთხვევები 1 მილიონზე მეტით გაიზარდა

5f0daf2d97fce
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 18:22
1095
კორონავირუსის შემთხვევები კვირიდან კვირამდე იზრდება და ბოლო 5 დღის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN  Johns Hopkins University-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, 6 ივლისიდან 10 ივლისამდე მოცემულ პერიოდში, დადასტურებული შემთხვევები 1,046,200-ით გაიზარდა, ხოლო 5-9 ივლისის მონაკვეთში - 994,400 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების გლობალურმა რიცხვმა 13 მილიონს გადააჭარბა და 8 ივლისიდან 13 ივლისამდე1,061,600-ით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

WHO-ს გენერალური დირექტორი ტეოდორ გებრეისუსი აცხადებს, რომ სანამ ეფექტური ვაქცინა არ გამოჩნდება, მოსახლეობა ნორმალური ცხოვრების რიტმს ვერ დაუბრუნდება.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად მდგომარეობას, როდესაც შევძლებთ ვირუსის კონტროლს ფართო დახურვების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, - განაცხადა გებრეისუსმა.