მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ თვეში საწვავი 19 თეთრით გაძვირდა - იმპორტიორები მიზეზს განმარტავენ

6087f637de5a5
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.21 16:44
1070
საწვავის ფასი ზრდა განაგძრობს. ბოლო ერთი თვეში საქართველოში რეგულარის ფასი - 19 თეთრით, პრემიუმის ფასი - 13 თეთრით, დიზელი კი 8 თეთრით გაძვირდა; რაც შეეხება სუპერს, მისი ღირებულება უმნიშვნელოდ - 1 თეთრითაა მომატებული.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტი ვანო მთრალაშვილი "საქმის კურსში" ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირების მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს და ამბობს, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ღირებულება მეტ-ნაკლებად სტაბილურია.

„ბენზინის ფასი პლატსის მიხედვით აპრილის ჭრილში, 615 დოლარი იყო, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ადგილობრივ ბაზარზე ფასის ცვლილებაზე მოქმედებს, ლარის კურსია. ბოლო ერთ თვეში ლარი დოლართან მიმართებით 12-14 პუნქტით გაუფასურდა, შესაბამისად, ამ მხრივ სტაბილური მდგომარეობა ვერ გვექნებოდა.

როდესაც საერთაშორისო ფასებზე ვსაუბრობთ, ისინი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად არ აისახება. შესაძლოა, საწვავის ფასი ბოლო პერიოდში სტაბილური ყოფილიყო, მაგრამ ლარის გაუფასურების გამო, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ფასები გაზრდილია“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, რუსეთის მხრიდან ბენზინის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არარეალურია.

„ზოგადად, პანდემიიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე ნავთობის წარმოება მსოფლიოში მნიშვნელოვნად შეზღუდულია. დღეს გაცილებით პრობლემურია პროდუქციის გაყიდვა და მიმაჩნია, რომ რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ის ნავთობის მწარმოებელია და საერთაშორისო ფასის შესაბამისად ყიდის პროდუქტს, ნაკლებად სარწმუნოდ მიმაჩნია, რომ რუსეთმა ექსპორტი გააჩეროს, თუ გარკვეული ტექნიკური პრობლემები არ იქნება “, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.