31 მაისს, კომპანია „ბორჯომის“ ქარხანაში დასაქმებულები უვადო, სრულმასშტაბიან გაფიცვას აანონსებენ. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე bm.ge-სთან აცხადებს, ისინი გათავისუფლებული თანამშროლების სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
დიასამიძის ინფორმაციით, აქცია "ბორჯომის" ქარხნის ტერიტორიაზე დილის 6 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება კონკრეტულ მოთხოვნებს, აქციის მონაწილეების მოთხოვნები 6 პუნქტისგან შედეგა:
„დაუყოვნებლივ აღადგინონ უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანი სამსახურში; დაირიცხოს ხელფასები; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება; გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტები აღმოიფხვრას და მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს; გაფორმდეს კოლექტიური შეთანხმება და მოხდეს სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე შეთანხმება, რომლებიც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.
კომპანიის მხრიდან გარკვეული პროვოკაციული ქმედებები დაპირისპირებისა და ესკალაციისთვის ხორციელდება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას "აიდიეს ბორჯომი საქართველოს" ვაკისრებთ“,- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც "აიდიეს ბორჯომის" 19 მაისის განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.
მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი კი ამბობს, რომ ოპერირებაში "ბორჯომს" პრობლემა აღარ ექნება და ყველა იქ დასაქმებული მშვიდად უნდა იყოს.
პარასკევს, პარლამენტში ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ სახელმწიფო "ბორჯომის" აქციების ნაწილს საკუთარებაში აიღებს და ეს არ იქნება დროებითი მოვლენა. მინისტრი საზოგადოებას დაპირდა, რომ მეტ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ