საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში სათავგადასავლო-რეკრეაციული სივრცე და ველობილიკი მოეწყო.
როგორც bm.ge-ის თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია.
„ბოტანიკური ბაღის ახალი სათავგადასავლო მარშრუტი აერთიანებს ველობილიკს და სხვა ტიპის ტურისტულ ინფრასტრუქტურას. პროექტის განხორცილება 2018 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მარშრუტის მთელი პერიმეტრი გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან; ლანდშაფტის სრული დაცვით მოეწყო სამ კილომეტრამდე საველოსიპედე გზა, საფეხმავლო ხიდები და კონსტრუქციები; ამავე სივრცეში დასრულდა კვების ობიექტისა და პარკინგის მშენებლობა, რომელიც მალე მოემსახურება ვიზიტორებს“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ახალი სივრცე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად დაათვალიერა.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის კიდევ ერთი საჩუქარი მუნიციპალიტეტისთვის. წავკისისწყლის ხეობის, დაახლოებით, სამკილომეტრიანი მონაკვეთი რეაბილიტირდა. მოეწყო სასეირნო ბილიკი, ველობილიკი და ველომოყვარულთათვის ყველანაირი ინფრასტრუქტურა. ეს, რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღს მისცემს შესაძლებლობას, რომ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს, ბევრი ადამიანი დაინტერესდეს და ისარგებლოს ამ პროექტით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა წლების წინ. უბრალოდ, გავლაც კი შეუძლებელი იყო. სავსე იყო ძველი საბურავებით და სამშენებლო მასალით. დღეს გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სივრცე ქალაქში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, დაისვენონ და განიტვირთონ. კიდევ ერთხელ მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?