მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბრძოლა დაიწყო“ - დღეს, 19:00 სთ-ზე ოპოზიცია პარლამენტთან სამოქმედო გეგმას წარადგენს

617e6d5563419
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.21 14:18
1132
ოპოზიციური პარტიების ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელმაც ცესკო-ს შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა 44.60% მიიღო, დღეს საღამოს პარლამენტთან 19:00 საათზე შეკრება დააანონსა.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა და ოპოზიცია ამ შედეგებს არ შეეგუება. ნიკა მელიას თქმით, დაგეგმილ შეკრებაზე ოპოზიცია სამოქმედო გეგმას წარადგენს.

„გუშინ ბრძოლა არ დასრულებულა, გუშინ ბრძოლა დაიწყო და ბუნებრივია, არავინ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ყველა აპირებს  ძალიან მტკიცე ბრძოლას და ურყევს, მშვიდობიანად.

ძვირაფასო მეგობრებო და თბილისელებო, იმისთვის, რომ გაგაცნოთ თუ რა არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, დღეს საღამოს, 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ გეგმის თაობაზე ერთმანეთს ვესაუბროთ და არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მითუმეტეს, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას შერჩება,“- განაცხადა მელიამ.