მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთის პრემიერი კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივ მოხნას აანონსებს

6033c42f3fe5f
ნათია თაქთაქიშვილი
22.02.21 22:00
741

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ-შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი 8 მარტიდან დაიწყება, რადგან სწორედ ამ დროისთვის სრულდება „პრიორიტეტული ჯგუფების“ კოვიდ-ვაქცინაციის მეორე ეტაპი, რომელიც ვაქცინის ორივე დოზის მიღებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, დიდი ბრიტანეთის 17 მილიონმა მოქალაქემ მიიღო კოვიდ-ვაქცინის პირველი დოზა.

„ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით დამოკიდებული იქნება უახლეს ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე. ჩვენ ძალიან ვიფრთხილებთ, რათა შევინარჩუნოთ ის პროგრესი, რომელიც გვაქვს ვირუსის გავრცელების შეკავების კუთხით. ჩვენ გავუფრთხილდებით ყველა მოქალაქის ჯანმრთელობას“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის ოფიციალურ განცხადებაში.