ჩინეთის ეკონომიკის გაჯანსაღება გრძელდება, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც მიმოხილვაში წერია, ჩინეთში სექტემბერში მწარმოებელთა PMI ინდექსი (ეყრდნობა კერძო კომპანიების გამოკითხვას) 0.5-ით გაიზარდა და 51.5 შეადგინა (50-ზე მეტი აჩვენებს გაუმჯობესებას), ხოლო მომსახურების PMI ინდექსმა ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, მომსახურების სექტორის გაჯანსაღება, რომელზეც ჩინეთის ეკონომიკის 60% და ურბანული დასაქმების 50% მოდის, დადებით გავლენას ახდენს ჩინეთის შრომის ბაზარზე.
„9 ოქტომბერს, ჩინური იუანი ერთ დღეში 1.5%-ით გამყარდა დოლარის მიმართ, რაც ბოლო 15 წლის მაქსიმუმია. ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ინტერესის მიზეზი ეკონომიკის გაჯანსაღებაა. დემოკრატიული კანდიდატის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების გაზრდილი შანსებიც ასევე დადებით გავლენას ახდენს ჩინეთზე, ვინაიდან მისგან უფრო კონსტრუქციული პოლიტიკაა მოსალოდნელი“, – აღნიშნულია Galt& Taggart-ის გლობალური ბაზრების მიმოხილვაში.
ცნობისთვის, ეკონომისტები ჩინეთში წელს მცირედ, თუმცა, მაინც ზრდას პროგნოზირებენ, მაშინ როდესაც დიდი ეკონომიკების მქონე ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ