02.აპრილი .2020 19:07

"ჩირინა" შემოსავლების სამსახურს თხოვნით მიმართავს

views 845
უკან

საქართველოში ქათმის ხორცის უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია შპს “ჩირინას” დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ ვაშაკიძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავს.

კომპანია სახელმწიფოსგან არსებულ კრიზისულ ვითარებაში საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით თხოვს შეღავათების დაწესებას. რევაზ ვაშაკიძის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც მათ არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, სამსახურში საკუთარი თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯის გაღება დამატებით მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს, რის გამოც სახელმწიფოს საგადასახადო შეღავათის დაწესებას თხოვს.

"ჩირინას" დირექტორის რევაზ ვაშაკიძის წერილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს:

“შპს “ჩირინა” წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელს საქართველოს ბიუჯეტში, იგი ზედმიწევნით ზუსტად იხდის ყველა სახის გადასახადს, რასაც მას საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების (ახალი ინფექციური დაავადების გამოწვევი “კორონავირუსის” გავრცელების საშიშროება - პანდემია) და ამა წლის 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში შპს “ჩირინა” უწყვეტ რეჟმში აგრძელებს საკუთარ საქმიანობას - ქათმის ხორცის წარმოებას. ის ზრუნავს საქართველოს მოსახლეობიაზე იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არ შეიქმნას დეფიციტი საკვები პროდუქტების (ამ შემთხვევაში ქათმის ხორცის). მას უწევს დამატებითი ფინანსური რესურსის გაღება, რათა წარმოების პროცესი არ შეწყდეს და თანამშრომლები დროულად იყვნენ მობილიზებული საწარმოო მოედანზე, თუმცა სსკ-ში (ან ფინანსთა მინისტრის დამატებით რეგულაციებში) ჯერ-ჯერობით არაერია ნათქვამი საგანგებო მდგომარეობის დროს კომპანიის მიერ თანამშრომელთა ტრანსპორტირებაზე (ყველა სოციალური ტრანსპორტი გაუქმებულია) გაწეული ხარჯის დაბეგვრის შესახებ, იგულისხმება საშემოსავლო გადასახადი.

შპს ჩირინა ამ მძიმე სოფიალური ფონის პირობებში იმედს იტოვებს ქვეყნის შესაბამისი ორგანოების დამხმარებისა და მოგმართავთ თხოვნით:

გთხოვთ, დაგვრთოთ ნება (წერილობითი დასტურის სახით) შპს “ჩირინა”-მ თანამშრომელთა ტრანსპორტირების ხარჯის გაწევისას არ გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი და ამით კომპანიას ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა არ დაუმძიმდეს. მისი პრიორიტეტი ამჟამად ქვეყანაში საკვები პროდუქტის (ქათმის ხორცის) უწყვეტ რეჟიმში წარმოების გაგრძელებაა,” - ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა