31.იანვარი .2020 10:40

ჩოგოვაძის შემცვლელი შერჩეულია-აეროპორტების გაერთიანებას თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს

views 922
უკან

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს.

Bm.ge-ის ინფორმაციით, არჩუაძის ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში გაიმართება.

ცნობისთვის: თამარ არჩუაძე 2014 წლიდან ამ დრომდე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა.
რაც შეეხება გიორგი ჩოგოვაძეს, bm.ge-ის ინფორმაციითვე, მან საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

ჩოგოვაძე საქმიანობას, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა - რა პოზიციაზე, ჯერჯერობით, უცნობია.

Bm.ge ინფორმაციის გადამოწმებას შესაბამის ოფიციალურ უწყებებში ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა