05.აპრილი .2020 22:39

„ჩვენი ამოცანაა, ამ მატარებელში ვიყოთ წინ“ - რისი გაკეთება შეუძლია ახლა საქართველოს?

views 730
უკან

„ჩვენი ამოცანაა, ქვეყნების გრძელ სიაში, ვიყოთ უფრო ეფექტურები, რომ საერთაშორისო დონორების ფინანსური დახმარების ჩვენი წილი წამოვიღოთ“, - ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ tv “ფორმულაზე“ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ კორონავირუსის გამო საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

ქადაგიძის აზრით, კორონავირუსის გამო შექმნილი კრიზისი განსხვავდება 2008-2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისებისგან.

“პირველ რიგში, 2008-2009 წელთან შედარებით, მსოფლიოს წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა გამოყვეს უპრეცედენტოდ დიდი თანხები, აშშ-მა - 2.2 ტრილიონი დოლარი, ევროკავშირის მხრიდან 1 ტრილიონზეა საუბარი, დიდი ბრიტანეთის მხრიდან - 250 მლრდ-ზე მიდის ლაპარაკი ანუ უპრეცედენტოდ დიდ თანხებზეა საუბარი უპრეცედენტო მცირედ დროში და ამ შემთხვევაში, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ მატარებელში, ქვეყნების გრძელ სიაში, ჩვენ ვიყოთ წინ, ვიმოქმედოთ უფრო სწრაფად, ვიყოთ უფრო ეფექტურები, რომ საერთაშორისო დონორების ფინანსური დახმარების ჩვენი წილი წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებსა და ისეთ მიმართულებებში, რომელიც ჩვენ მოგვიტანს კონკურენტულ უპირატესობას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე: საქართველო პანდემიას საკმაოდ კარგი სასტარტო პოზიციებით ხვდება