მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭყონია აფხაზეთში „კოკა კოლას" შეტანაზე - გვექნება საუბარი ლევან დავითაშვილთან

624601d058714
ალა ისპირიანი
31.03.22 23:26
2406
ბიზნესმენი თემურ ჭყონია აფხაზეთში „კოკა-კოლას" შეტანის გზებზე საუბრობს. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განმარტა, რუსეთს აფხაზეთში „კოკა-კოლა“ კონტრაბანდული წესით შეჰქონდა, ამიტომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა იყოს მორგებული და ეს საქმიანობა ლეგალური გახდეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე საუბარი ექნება ეკონომიკის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან.

"ძალიან დიდ კომპანიებს, როგორიცაა „კოკა-კოლა“, „მაკდონალდსი“ და ა.შ ეკონომიკური რუკა აქვთ, რომლითაც ჩვენი გასაღების არეალი ნაწილდება. გეოგრაფიული რუკით აფხაზეთი ჩვენი არეალის ქვეშაა. რუსეთს აფხაზეთში „კოკა-კოლა“ კონტრაბანდული წესით შეჰქონდა, ამიტომ ზაქარეიშვილის (პაატა) მინისტრობის დროს, მასთან ერთად ვმუშაობდით, რომ ლეგალური გაგვეხადა ეს ურთიერთობა.

ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობა დავამყაროთ და ჩვენი გაერთიანება ურთიერთობით დაიწყოს. ამიტომ ეს ყველაფერი მინდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტებთან იყოს მორგებული.

ლევან დავითაშვილთან გვექნება საუბარი და მე მგონი საინტერესო თემა გამოვა, თუ გამოვიდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხარს პუტინს ვუჭერთ. ეს ჩვეულებრივი ეკონომიკური საკითხია. ეს ნდობისა და ბიზნესის დაკავშირების თემაა“, - აცხადებს ჭყონია.