19.მარტი .2020 10:15

ჭყონია: რადიკალური ზომებია მისაღები

views 1068
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია BMG-სთან ლარის კურსს აფასებს და ამბობს, რომ სხვა რადიკალურ ზომებთან ერთად სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სავალუტო ჯიხურების დახურვის თაობაზეც.

“ბიზნესს ლარის კურსის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება ძალიან გაუჭირდება, რადგან არ გააჩნიათ, არანაირი საინფორმაციო თუ ფინანსური სახსრები. ვფიქრობ, მეტად რადიკალური ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ. გაცვლითი პუნქტები უნდა დახუროს, ადამიანებს უნდა გაუჭირდეთ გაცვლა, რადგან ნებისმიერი ადამიანი ახლა თვითგადარჩენაზე ფიქრობს და არა სახელმწიფოს გადარჩენაზე.

სუბიექტური შეხედულებები აქვთ ამის გარშემო ყველას, რომ როგორმე თავად გადარჩნენ, რაც არ არის სწორი. თუ ასე გაგრძელდება, ანუ უკონტროლოდ მოხდა გადაცვლა, ერთ-ერთი ღონისძიება გადამცვლელი ჯიხურების დახურვა უნდა იყოს და უნდა შეიზღუდოს დოლარის ყიდვა. უნდა იყოს ლიმიტირებული თუ ადამიანს ის არ ეკუთვნის წარმოებისთვის. აი, ამის კონტროლი უნდა მოხდეს.

საბაზრო ეკონომიკა არ ნიშნავს ბაზარს, საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს კულტურულ ქცევას ბაზრის წინაშე და სწორი მოთამაშეების ყოლას და ეს სწორი მოთამაშეები სახელმწიფომ უნდა შექმნას, ხანდახან არ იქმნებიან, მაგრამ უნდა აიძულოს. ჯიხურები სასწრაფოდ უნდა დაიხუროს, მე რომ ვიყო დღესვე დავხურავდი გადამცვლელ პუნქტებს” აცხადებს BMG-სთან ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა