მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მეთოდი შეიცვალა - სამინისტრო

60fb0f0ba9681
თამთა ჯიჯავაძე
23.07.21 22:46
1790
შეიცვალა COVID-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მეთოდი და წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცნობისთვის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა, რის შედეგადაც, როგორც სამინისტროში აცხადებენ, პორტალის გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

როგორც ცნობილია, „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია ხვალიდან გაიხსნება. აშშ-ის მიერ ნაჩუქარი 500,000 დოზა "ფაიზერი" საქართველოში დღეს ჩამოდის.