მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-19–მა საქართველოში სულ 16 554 ადამიანი იმსხვერპლა

622d986403969
BM.GE
13.03.22 11:04
726
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 365 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 635 509-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.69%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 445 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 585 885-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 554 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 044 საიდანაც, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 643, აჭარაში - 104, იმერეთში - 280. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 403 პირი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 55, იმერეთში - 78. 31 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.