მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-გადატანილებისთვის მუდმივი “მწვანე სტატუსის” მინიჭებით ცეცხლს ვეთამაშებით”- ჯანდაცვის სპეციალისტი

619e709829e73
ანა ჯოხაძე
24.11.21 21:21
1255
1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ მწვანე პასპორტების სქემა ამოქმედდება. მწვანე პასპორტით ისარგებლებენ 2 დოზა ვაქცინით აცრილები, გატესტილი და კოვიდ გადატანილი პირები. მთავრობამ მოშალა ჩამკეტი მექანიზმი და კოვიდ გადატანილ პირებს იგივე პრივილეგიები მიანიჭა, რაც წესით კოვიდ-19-ით აცრილებს მწვანე პასპორტის ამოქმედების შემდეგ უნდა ჰქონოდათ.

ამ მიდგომას კრიტიკულად აფასებენ ჯანდაცვის სპეციალისტები და ამბობენ, რომ იყო კოვიდ გადატანილი არ გამორიცხავს რეიფიცირების რისკს და არ ნიშნავს იმას, რომ შენი იმუნიტეტი ვირუსის მიმართ ძლიერია.

ანესთეზიოლოდ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოპულისტურია.

“სახელმწიფოს მმართველების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ვფიქრობ, რომ არის უპასუხისმგებლობა და თავად ნაბიჯი კი არის პოპულისტური, ისევე როგორ არაერთი სხვა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ვნახეთ პანდემიის მართვასთან მიმართებაში. ეს გადაწყვეტილება არის უკიდურესად მაღალი რისკის შემცველი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლს ვეთამაშებით, ძალიან მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი გვაქვს და ამის პარალელურად მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღება არის მაღალი რისკის მომცველი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შემდგომში გვექნება აუცილებლად კიდევ არაერთი ტალღა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი”-ამბობს რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი ანი ქავთარაძე.


მუდმივი „მწვანე სტატუსი“ covid-გადატანილებისთვის - მთავრობის განცხადებების ქრონოლოგია