მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პენსიის დარიგებას სახელმწიფო 15 მლნ–ით დაასუბსიდირებს – ახალი კონკურსი თებერვლის ბოლოს გამოცხადდება"

6206381777459
ინგა მურუსიძე
11.02.22 14:06
1570
თებერვლის ბოლოს პენსიების გაცემასთან დაკავშირებით ახალი კონკურსი გამოცხადდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო. ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ორი ბანკი უკვე მზად არის, რომ კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.

„შევთანხმდით, რომ თებერვლის ბოლოს გამოცხადდება ახალი კონკურსი, სოციალური მომსახურეობის სააგენტო გამოაცხადებს ერთთვიან კონკურსს, რომელშიც ბანკები მიიღებენ მონაწილეობას. დადასტურებულია სულ მცირე ორი ბანკისსგან, რომ მიიღებენ მონაწილეობას მასში. სახელმწიფო მზად არის, რომ ყოველ წელს პენსიონერთა პენსიების დარიგების მომსახურეობისთვის 15 მლნ ლარი გადაიხადოს და ეს არაფერია სახელმწიფოსთვის 1 წლის განმავლობაში.

ასევე შევთანხდმდით, რომ ბანკებს შორის სესხის პროცენტზე კონკურენცია იქნება, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ დღეს რომ ლიბერთი 36%-ში აძლევს პენსიონერებს სესხს, დაწესდება ზედა ზღვარი და ეს იქნება 26%. ამის ქვემოთ რომელი ბანკიც უკეთეს წინადადებას შემოიტანს, მისი წინადადება მიიღება. ჭერი იქნება 26% და ეს არის მთავარი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ლიბერთი ბანკსა" და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას საპენსიო გასაცემლების დარიგებასთან დაკავშირებით ვადა გასდის, რის გამოც დღის წესრიგში დგას ახალი ტენდერის გამოცხადება.