მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა იანვარ-მაისში 2.5-ჯერ გაიზარდა

62ab4f0a961ec
ლიკა გურაბანიძე
16.06.22 20:30
737
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოდან BMG-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  2022 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა (137 207 ვიზიტორი) 2021 წლის პირველ 5 თვის მონაცემთან შედარებით (53 807 ვიზიტორი) დაახლოებით 2.5 - ჯერ გაიზარდა.

“პანდემიის ფონზე, გასული წელი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პოზიტიური სიგნალის მატარებელი, რასაც დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა სტატისტიკა ადასტურებს. 2021 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 600 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. 2021 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ვიზიტორთა მიღება 26 მაისს აღადგინა  და 6 თვეში ტურისტულად რეკორდული წლის (2019 წელი, 1 200 000 ვიზიტორი) 12 თვის მაჩვენებელი თითქმის 50%-ით შეასრულა.” - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციითვე, წელს ტერიტორიებზე შესასვლელ ბილეთებზე ფასების მატება დაგეგმილი არ არის.