მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.25%-ია - ვირუსის გავრცელების გეოგრაფია

60409077e0114
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.21 12:00
570
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 10 678 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 276 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.25 %-ია - ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ავრცელებს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ტესტით 10 678 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 5 456 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 222 PCR-ით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 872-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.25 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.65 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.25%.

მთავრობის ადმინისტრიაციის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 133 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილდა 78 შემთხვევა, აჭარაში - 3, იმერეთში - 20, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 8, გურია - 3, სამეგრელოში - ზემო სვანეთი - 14, კახეთში - 2, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 212-ია, საიდანაც: 1 426 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 709, აჭარაში - 160, იმერეთში - 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 249 პირი, მათ შორის, თბილისში - 106, აჭარაში - 23, იმერეთში - 64. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 87 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში- 2, იმერეთში - 10.

150 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 33 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 636 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან 276 პირი გამოჯანმრთელდა , ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 266 081-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 553 პირი ემსხვერპლა.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 316 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 188, ხოლო აჭარაში - 24.

სულ 6 ოქტომბრიდან - 3 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 444 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 997 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 689 პირი, აჭარაში - 425, იმერეთში - 694.