მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაველოდებით კიდევ რას განაცხადებს" - გახარია ხაზარაძის თვალთვალზე

5d820ddff137e
ლიკა გურაბანიძე
18.09.19 14:58
1102
„ასევე განაცხადა წერილზე, ასევე განაცხადა ოქმზე და კიდევ ბევრი რამ განაცხადა, ბოლომდე დაველოდებით კიდევ რას განაცხადებს,“ - ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ მის თვალთვალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კერძოდ, როგორც ჟურნალისტმა განმარტა - „ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას მანქანები დაჰყვებიან და მის ოფისებში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული“.

გახარია აღნიშნავს, რომ ის „ლელოს“ დამფუძნებლის სხვა განცხადებებს დაელოდებიან.