მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეკემბერში ინფლაციის ტემპი შემცირდა და -0,6 პროცენტი შეადგინა

568a3b28c7883
BM.GE
04.01.16 13:25
1451
2015 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,6 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9 პროცენტი შეადგინა.

დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,6-პროცენტიანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,40 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,6 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (-1,7 პროცენტი);

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა.