03.აგვისტო .2021 20:27

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე - პრეზიდენტი

 დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე - პრეზიდენტი
views 259
უკან

დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ ,რომ მათი დამოკიდებულება არც პიროვნული არჩევანია და არც თავისუფლების გამოხატულება, მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას, ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ესე იგი მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმის არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოებრივი თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების ახალი 4827 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა