მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დოკუმენტის დამტკიცება კატეგორიულად არ შეიძლება“ – დეპუტატი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პროექტზე

61b0ba4554b70
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.21 18:05
453
"ამ დოკუმენტის დამტკიცება კატეგორიულად არ შეიძლება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს. დოკუნტი სებ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა.

მან კობა გვენეტაძის მიერ წარდგენილი დოკუმენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი შეფასება 3 ძირითად ელემენტს მოიცავს - ტყუილს, არაკომპეტენტურობას და კანონის დარღვევის აღიარებას.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, დოკუმენტთან მიმართებით 40-მდე შენიშვნა აქვს.

„ამ დოკუმენტის დამტკიცება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ვინც ამ დოკუმენტს დაამტკიცებს, გაიზიარებს პასუხისმგებლობას, რაც ამ დოკუმენტში წერია; არადა ამ მომენტისთვის და კანონითაც ამ დოკუმენტზე პასუხისმგებელი მარტო ბატონი კობაა (გვენეტაძე). არც ეროვნული ბანკის თანამშრომლები აგებენ საბოლოო ჯამში ამ დოკუმენტზე პასუხს იმდენად, რამდენადაც ბატონი კობა მზად არის ეს დოკუმენტი დაიცვას, სწორი გამოსავალია, რომ მასზე იყოს ეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.