მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე პიკურ პერიოდში, დღიურად, მაქსიმუმ 100 პაციენტის ინფიცირებას ელოდება

5e8c79221959f
ინგა მურუსიძე
07.04.20 16:58
1272
"ჩვენი მოლოდინი იყო 400 პაციენტის ნაკადის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში და ეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ მოცულობების გამტარიანობას, რაც საქართველოს ჰოსპიტლებში გაგვაჩნია, თუმცა ახლა ეს მოლოდინი აღარ გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს იყო უარესი მოლოდინი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებებმა სიტუაცია შეცვალა.

„ჩვენ გავაკეთეთ სიმულაცია, თუ როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები ქვეყანაში. გამოვიყენეთ რამდენიმე ქვვეყნის მაგალითი და გვქონდა გარკვეული მოლოდინები. ჩვენი მხრიდან განხორციელებული ყველა ღონისძიება იყო დროული და ეფექტური, რამაც მოვლენათა განვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. პირველად ჩვენი მოლოდინი, ყველაზე ცუდი სცენარით იყო ისეთი, რომ პიკური პერიოდი დამდგარიყო ბევრად ადრე და ეს ყოფილიყო მარტის შუა რიცხვები, რის შედეგადაც ჩვენი მოლოდინი იყო 400 პაციენტის ნაკადის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში და ეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ მოცულობების გამტარიანობას, რაც საქართველოს ჰოსპიტლებში გაგვაჩნია. სწორედ ამის გამო გვქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გამოცხადებული, რის შედეგადაც მოვახდინეთ პიკური პერიოდის გადავადება და იმ ნაკადების მოცულობა, რომლის მოლოდინიც გვქონდა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული დღევანდელი სცენარის გაანგარიშებით -  პიკურ პერიოდში ყველაზე მაღალი მოლოდინი არის 100 პაციენტი ყოველდღიურ რეჟიმში და არა - უმეტეს“, - განაცხადა ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში.