მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური განვითარების კუთხით, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი - ირაკლი ქარსელაძე

60b4d77d1f3de
BM.GE
31.05.21 16:31
473
ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედის მომცემი 45%-მდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 %-ზე მეტია კუმულატიური, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი, ეს უპრეცედენტო შედეგია, რომელიც სწორად წარმართულმა პროცესებმა განაპირობა, - ამის შესახებ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„ეს შედეგეი განაპირობა სტაბილურობამ, მათ შორის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კანონის უზენაესობის დაცვამ და ყველა იმ გეგმაზომიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სახეზე გვაქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს. ეკონომიკური ზრდა მნიშნელოვანია იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა პროექტში, ისევე როგორც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ინვესტორებისთვის. ზოგადად, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ვგულისხმობ 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.