მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის სცენარი მესამე ლოქდაუნის შემთხვევაში გაუარესდება - ლაშა ქავთარაძე

606856e0b7e29
ლიკა გურაბანიძე
03.04.21 16:43
1088

Galt&Taggart-ის, ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ლარის გაცვლით კურსზე მოქმედ ფაქტორებს ასახელებს და ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პესიმისტური სცენარით მოვლენების განვითარების ალბათობა გაიზარდა.

“ის ფაქტორები, რომელიც ამჟამად ლარის კურსზე მოქმედებს რამდენიმეა: 1) ნელი ვაქცინაციის პროცესი, რაც განწყობებს ქმნის, რომ ტურიზმი შესაძლოა პროგნოზის შესაბამისი ტემპებით არ აღდგეს. 2) პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს ყველაფერი მოლოდინებში ასახულია, რაც ინვესტიციების შემოდინებას კიდევ უფრო აფერხებს. ამას კიდევ თურქული ლირის გაუფასურების მოლოდინებიც ემატება.

ამასთან ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პესიმისტური სცენარის ალბათობა გაიზარდა, ხოლო ამას მესამე ლოქდაუნი თუ დაემატება და ის ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ეს სცენარიც კიდევ უფრო გაუარესდება. მაკროეკონომიკურ ფაქტორებში დეკემბერ-იანვართან შედარებით გაუმჯობესება გვაქვს, თუმცა ეს ლოქდაუნის გამოცხადების მოლოდინებით შესაძლოა გაუარესდეს” - განაცხადა ქავთარაძემ.

რაც შეეხება ბიზნესის მოლოდინებს, ქავთარაძის თქმით, ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რა ტიპის შესაძლო შეზღუდვებზე უნდა იყოს საუბარი. მისივე თქმით, საზღვრების გახსნას და სებ-ის ინტერვენციებს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.

“შეზღუდვების შემთხვევაში ბიზნესი უნდა გადაემზადოს, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ შეზღუდვები ყველაზე ნაკლებად ბიზნესზე უნდა მოვიდეს. სახმელეთო საზღვრები უნდა გავხსნათ და ის ტურისტები მივიღოთ, რომლებიც კოვიდ პასპორტს წარმოადგენენ, ასეთი ტურისტების რაოდენობა დიდი არ იქნება, თუმცა საერთოდ არ ყოფნას ჯობს. ასევე ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს” - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

ქავთარაძემ ინფლაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს  Galt&Taggart ინფლაციას 5-5.5%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.