მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტრონული კომერციის რეფორმა ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს - სონღულაშვილი

620e5371e5236
მარიამ ვარადაშვილი
17.02.22 22:15
1014
დღეს, „რეფორმეტრის“ მიერ გამართულ საჯარო და კერძო სექტორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმას მიეძღვნა.

COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ონლაინ ვაჭრობის წილი მთლიან გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ეს სექტორი საქართველოში ფრაგმენტირებულია და ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა.

“ვფიქრობ, ელექტრონული კომერციის რეფორმა საშუალებას მოგვცემს დამატებითი სტიმულები შევქმნათ ეკონომიკური განვითარებისთვის. მით უფრო, როცა ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის სწრაფი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში სწრაფად ვითარდება და ამ პროცესში საქართველოს ჩართვა და გაძლიერება მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა იქნება ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის გაფართოებას, შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. ამ რეფორმის განხორციელება ერთმნიშვნელოვნად ხელს უწყობს დასავლური სტანდარტის შემოტანას, რაც უფრო მეტად აჩენს მომხმარებლის ნდობას, ნდობა კი თავისთავად იწვევს სექტორის გააქტიურებას და იმ სივრცის უფრო ფართოდ ათვისებას”,-განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, კომიტეტი მზადაა აქტიურად ჩაერთოს რეფორმის პროცესში, ეს იქნება საკანონმდებლო მიმართულებით თუ საჯარო და კერძო სექტორებს შორის მედიაცია.