18.მარტი .2020 13:28

ეროვნული ბანკი ხვალ, სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარს გაყიდის

views 821
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაანონსა.

შეგახსენებთ, ლარის გაუფასრების შესაჩერებლად 2020 წელს პირველი ინტერვენცია ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს განახორციელა და საკუთარი რეზერვებიდან სავალუტო აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა.

არსებული გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.0807 ლარი, ერთი ევრო კი 3.3974 ლარი ღირს.    

ბოლო 10 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 30.5 თეთრით გაუფასურდა, რაც დროის ასეთ მცირე მონაკვეთში 11%-იან ვარდნას წარმოადგენს. ევროსთან კი ანალოგიურ პერიოდში გაუფასურება 9.7%-ს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა