მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეშმაკიც ვერ დათვლის, რა ხდება ავტოსკოლების ბაზარზე“ - მევლუდ მელაძე

61ab178207263
თათია ჩაფიჩაძე
04.12.21 11:20
9733
რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ მართვის მოწმობის აღების პრაქტიკული გამოცდა 2022 წლის 26 აპრილიდან ორეტაპიანი ხდება. მომავალ მძღოლებს კვალიფიკაციის დასადასტურებლად დახურულ მოედანთან ერთად ქალაქში გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცვლილებები ბაზარზე არსებული ავტოსკოლების დახურვასაც გამოიწვევს.

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ შესამუშავებელია მეორე ეტაპიც, რომელიც სკოლების რეგულირებას, საგანმანათლებლო პროგრამის შექმნას და ლიცენზირებას შეეხება.

„დღეს არც ლიზენზირება არსებობს, არც რაიმე აღრიცხვა ამ სკოლების. ეშმაკიც ვერ დათვლის რა ხდება ამ ბაზარზე. ნებისმიერს შეეძლო სკოლის გახსნა, შპს-ს შეიძლება რქმეოდა სხვა პროფილის სახელი, მაგალითად „გამწვანების ბიურო“ და რეალურად იყოს დასაქმებული ავტოსკოლის მომსახურებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ეტაპი უნდა იყოს ლიცენზირება. უნდა ავიღოთ ცივილიზებული სამყაროდან პროექტები და გადმოვიტანოთ, არ ჭირდება ამას ახალი ველოსიპედის გამოგონება, მინიმალური სტანდარტი, მინიმალური საათების რაოდენობა, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს. გვექნება სია, ვინ არის ლიცენზირებული, ვინ აკმაყოფილებს და გვექნება ასევე მეორე სტატისტიკა ამ სკოლა გავლილებიდან რამდენმა ჩააბარა გამოცდა, აქედან გამომდინარე დარეგულირდება ფასიც.

მომხმარებელი არ დაზარალდება იმიტომ, რომ ეცოდინება რაზე აწერენ ხელს. ამ ეტაპზე ზუსტად განსაზღვრა, რა ეღირება მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო ცოდნის შეძენა რთული სათქმელია. ამას ბაზარი დაარეგულირებს. დღესაც სხვადასხვა სკოლებია და სხვადასხვა ფასია“ - აცხადებს მევლუდ მელაძე.

რეალურ სივრცეში მართვის მოწმობის ჩაბარება პირველ ეტაპზე “B” და “BE” ეკატეგორიის ავტომობილებზე, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობის მისაღებად იქნება სავალდებულო.