მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EUGBC ინვესტორთა საბჭოს მოწვევის ინიციატივით გამოდის

6231b0030b28f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 10:28
990
EUGBC ინვესტორთა საბჭოს მოწვევის და არსებული მდგოამრეობის განხილვის ინიციატივით გამოდის. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა საქართველო სანქციების არიდების მიზნით არ გამოიყენოს.

„რუსეთი ეცდება საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და სხვა ქვეყნები საბანკო სისტემებში, გადარიცხვებში, იმპორტ-ექსპორტში გამოიყენოს, რათა შავი ხვრელები ნახოს. შეიძლება, არაერთი კომპანია დაფუძნდეს, რომლებიც რუსულ ბაზარზე იმუშავებენ. თუ დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვინდა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, ყველა მეწარმემ და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ შეგვიძლია ამ ვითარებიდან ისე გამოვიდეთ, რომ ევროატლანტიკური სივრციდან ჩვენს მიმართ სანქციებზე ფიქრი არ მოხდეს.

თუ ჩვენ ამას არ გავაკეთეთ, ყველა ბანკი, რომელიც ასეთი ტიპის ტრანზაქციებში მიიღებს მონაწილეობას არამხოლოდ რეპუტაციულად დაზიანდება, არამედ იქნება სანქციები და მარტო ბიზნესზე კი არა, არამედ ეს შეიძლება ხელისუფლებაზეც გავრცელდეს, ამიტომ სიფრთხილე და სერიოზული მუშაობაა საჭირო.

ჩვენ როგორც ინვესტორთა საბჭოს წევრი, გამოვდივართ ინიციატივით მოვიწვიოთ საბჭო და ეს საკითხი იყოს განხილული. ვფიქრობ, ამას დათანხმდება როგორც EBRD ასევე მთავრობა“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.