მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: “ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ არის"

5f69c14ba756f
ლიკა გურაბანიძე
22.09.20 22:53
894

“ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ არის", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მსოფლიო ბანკი აპრილში ვარაუდობდა, რომ ფულადი გზავნილები გლობალურად 20%-ით დაეცემოდა, განვითარებად ქვეყნებში გზავნილების 20%-იანი ზრდაა დაფიქსირებული.

ეროვნული ბანკის სტატისტიკით კი, 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.8%-ით არის გაზრდილი 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით. ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა უმეტესი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: იტალია (+35.9%), აშშ (+45.8%) და საბერძნეთი (+40.1%), ხოლო კლება დაფიქსირდა რუსეთიდან (-1.5%). ამასთან, 2020 წლის პირველ რვა თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 3.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

“ბევრი ანალიტიკოსი ამას იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ მონეტარულ სტიმულებს უკავშირებს, რაც დასავლეთში ხორციელდება. ირიბად ეს ფული, გზავნილების არხებით ჩვენნაირ ქვეყნებში მოდის”, - აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.