მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: წელს ინფლაციას 8.3%-ის დონეზე ველოდებით

60e5c5c7d0f9b
ლიკა გურაბანიძე
08.07.21 10:15
766
“მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად ინფლაცია გვაქვს, რაც სხვადასხვა ერთჯერადი და საგარეო ფაქტორითაა გამოწვეული; ასევე იმით, რომ მოთხოვნა მაღალია და ეს გავლენას ფასებზე ახდენს“, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოლოს 9.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც წინა თვეებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს აღემატება და აქ სამი ფაქტორი უნდა გამოვყოთ. პირველი ეს არის სურსათი, სადაც გასულ თვეებთან შედარებით ფასების ზრდის ტენდენცია დაჩქარებულია, მეორე ტრანსპორტის კატეგორიაა, სადაც საწვავზე ფასები იზრდება და ზრდის ტენდენცია აქაც დაჩქარებულია, ხოლო მესამე ფაქტორი, რამაც ივნისის მაღალი ინფლაცია განაპირობა, გაზის ტარიფის ზრდაა.

წელს საშუალო ინფლაციას 8.3%-ის დონეზე ველოდებით. მიმდინარე წლის დეკემბერში ინფლაცია ორნიშნა იქნება და 11%-ს გადააჭარბებს. ინფლაცია 2022 წლის პირველ კვარტალშიც მაღალი იქნება, ხოლო შემცირებას მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს და ამის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი წლევანდელი წლის ბაზა იქნება. მომავალ წელს საშუალო ინფლაცია 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ევა ბოჭორიშვილის პროგნოზით, წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აღარ მოხდება, ხოლო მას შემდეგ, რაც 2022 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება, მომავალი წლის ბოლოსკენ რეფინანსირების განაკვეთის 2 პპ-ით შემცირდება.