სვანეთი მესაქონელობით, მარცვლეულის კულტურის მოყვანითა და კარტოფილის მეურნეობით ცნობილი მხარე. სვანეთში BMG-ის საქმიანი ვიზიტის ნაწილი რეგიონისთვის ჯერ კიდევ ახალი კულტურის გაცნობა იყო. მარწყვის სათბურების მოწყობა და ამ მიმართულებით შესაბამისი მეურნეობის წამოწყება სვანებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
სვანეთის რამდენიმე სოფელში ადგილობრივებმა ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით მარწყვის სათბურები მოაწყვეს.
“ჩვენ კონკრეტულად მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალეო ბიზნესებს, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა განაახლონ თავიანთი აღჭურვილობა და გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები.ასევე ჩვენი დახმარების კომპონენტი ეხება ბიო სერტიფიცირებსაც, რაშიც მცირე და საშუალო ბიზნესებს აქტიურად ვუჭეთ მხარს", - ამბობს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში დომინიკ პაპენჰაიმი.
ერთ-ერთი ასეთი მეწარმე აკაკი კვიციანია, რომელმაც დონორი ორგანიზაციების დახმარებით გასულ წელს მარწყვის 180 კგ მოცულობის პირველი მოსავალი აიღო, რომლის სრული რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე შეძლო.
“ორ თვეში 180 კილოგრამის მოსავალი მივიღეთ, ვფიქრობ, სამომავლოდ მოცულობები კიდევ გაიზრდება; რომ არა პროქეტი GRETA, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ, ნამდვილად ვერ მივაღწევდით მხოლოდ ჩვენი საკუთარი ძალებით ამ ყველაფერს", - ამბობს “კესანეს მარწყვის” მფლობელი აკაკი კვიციანი.
ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერილი პროექტი “GRETA”-ს დახმარებით სასათბურე მეურნეობებით დაინტერესებული მცირე მეწარმეებისთვის შესაბამისი ტრენინგები ჩატარდა და მარწყვის მოყვანის პროცესში კვალიფიციური ტრენები ჩაერთნენ. ტრენერები მეწარმეებთან ერთად ადგილზე საველე პირობებში დღესაც მუშაობენ.
“ბუნებრივ მარწყვთან მიახლოებული გემოვნური თვისებებით ხასიათდება აქ მოყვანილი მარწყვი. ასევე მკვრივია და ტრანსპორტირებადია. ტრენინგების დროს აქცენტი გვქონდა იმაზე, რომ აი, ამ პრაქტიკული სავარჯიშოებით მეწარმეებს უნარჩვევები გამოემუშავებინათ და ტრენინგებზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულადაც აეთვისებინათ", - ამბობს ელკანას ტრენერი ალეკო ბაღდაძე.
იქამდე სანამ სვანეთში მარწყვის კულტურის გაშენება დაიწყებოდა ადგილობრივი ბიზნესებს, სასტუმროებსა და რესტორნებს პროდუქციის ზუგდიდიდან ტრანსპორტირება უწევდათ. ევროკავშირის, ავსტრიის და შვედეთის პროექტმა "GRETA"-მ კი ერთი მხრივ, როგორც ადგილორივი ფერმერები განავითარა, ისე სვანეთში ტურიზმის განვითარებასაც შეუწყო ხელი, რადგან მათ დღეს უკვე ადგილორივ ბიო პროდუქციაზეც მიუწვდებათ ხელი.
“სვანეთში ის, რაც ტურისტებს სჭირდებათ, ხშირად არ არის და ადგილობრივ ბიზნესებს პროდუქცია ზუგდიდიდან ამოაქვთ. არადა გასტრონომიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პროდუქციის ტრასნპორტირება მოკლე მანძილებზე და სწრაფად ხდებოდეს. სვანეთი არის ერთ-ერთი არეალი, სადაც ევროკავშირის, ავსტრისა და შვედეთის თანადაფინანსებული პროექტი "გრეტა" მუშაობს. პროექტი დაეხმარა რამდენიმე სათბურს და მისცა შესაძლებლობა მოიყვანონ პროდუქცია და ადგილზე გაყიდონ. ეს ყველასთვის უპირატესობაა, როგორც ტურისტული სექტორისთვის ისე ფერმერებისთვის, რომლებსაც შემოსავლის ახალი წყარო უჩნდებათ", - ამბობს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.
“კესანეს მარწყვის” მაგალითზე რეგიონში კიდევ რამდენიმე მეწარმე გამოჩნდა, რომლებმაც მარწყვის სათბურები მოაწყვეს და ბაზარს ადგილობრივი პროდუქცია შესთავაზეს.
“დაგვაკვალიანეს, გვასწავლეს და შევუდექით საქმეს. ერთი წლის წინ იგივე სათბური გაკეთდა სოფელ ბეჩოში და გაამართლა, ამიტომ ჩვენც ვცადეთ. ერთ თვეში უკვე ველოდებით მოსავალს", - ამბობს მეწარმე გოჩა გულედანი.
ერთ-ერთი ასეთი გოჩა გულედანია, რომელსაც მარწყვის სასათბურე მეურნეობის მოწყობისკენ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის თანადაფინანსებულმა პროექტმა “GRETA”-მ უბიძგა. მარწყვის მწარმოებლები პროდუქციის სრულად ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად, სასტუმროებზე, რესტორნებსა და საკონდიტროებზე ყიდიან.
“სათბურის ფართობი 150 კვადრატული მეტრია. შეიძლება ბაზარში პროდუქციის წაღება არ დამჭირდეს, ადგილზე რესტორნებია, ვისგანაც მაღალია მოთხოვნა", - აცხადებს მეწარმე გოჩა გულედანი.
პროექტი “GRETA”, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://gretaproject.ge/en
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი