დღეს, ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი EIB-ისგან მიიღებს 15 მილიონ ევროს.
2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:
· ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;
· მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;
· მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.
მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ ლიბერთის გააჩნია აუცილებელი რესურსები ამ საკრედიტო ხაზის ეფექტურად განთავსებისათვის, რის შესაძლებლობასაც იძლევა ბანკის ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს.
EIB-ს სესხი საშუალებას მისცემს ლიბერთის გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით.
"მოხარული ვართ EIB-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე. EIB-ს მიერ დამტკიცებული საკრედიტო რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეებთან საქართველოს მასშტაბით,"- განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
"მინდა მადლობა გადავუხადო EIB-ს გამოხატული ნდობისათვის. მჯერა, ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს გაიმყაროს პოზიციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიურ სეგმენტში, რაც ბანკისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა," - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ.
"მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა სექართველოში ევროგაერთიანების საკვანძო პრიორიტეტია. როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობას საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა.
მოხარული ვარ, რომ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებასთან ერთად, ვიწყებთ თანამშრომლობას კიდევ ერთ ფინანსურ ინსტიტუტთან.
მცირე და საშუალო ბიზნესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეუქმნიან ახალ შესაძლებლობებს როგორც ამ ბიზნესებს, ასევე მთელ ქვეყანას,"- განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მილიარდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ევროკავშირის ბანკია და ის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებს წარმოადგენს. ბანკი ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს ევროკავშირის სტრატეგიის გათვალისწინებით. გაცემული სესხების მოცულობის მიხედვით EIB არის უმსხვილესი საკრედიტო ორგანიზაცია. EIB აფინანსებს მაღალი ხარისხის საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სტრატეგიული ამოცანების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ EIB-ს მოღვაწეობის 90%-ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, იგი ასევე ხელს უწყობს ევროკავშირის საგარეო და განვითარების სტრატეგიის რეალიზაციას. ევროკავშირთან ერთად EIB შეუერთდა Deep and Comprehensive Free Trade Agreement (DCFTA) Initiative East Programme-ს, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეურთდნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის.
EU4Business წარმოადგენს ევროგაერთიანების ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს მცირე და საშუალო ბიზნესებს დააფინანსონ საკუთარი განვითარება და ეკონომიკური ზრდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა). EU4Business პროგრამას ახორციელებენ EIB და სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). EU4Business აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს, რომლებიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარებაზე აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში.
EIB შეუერთდა ევრო კავშირის ინიციატივას, რომელიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების ხელშეყობაზე იმ ქვეყნებში, რომლებიც შეურთდნენ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მხარდაჭერა ხორციელდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის ამ ქვეყნებში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ