მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook–ის კვარტალური მოგება $6,1 მლრდ–ით განისაზღვრა

5dba8dda935ac
მიხეილ ხაჩიძე
31.10.19 23:10
1163
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Facebook–ის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%–ით, 6.1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
 
ამასთან, გაყიდვები რეკლამების შედეგად მიღებული შემოსავალით 29%–ით, 17,7 მილიარდ დოლარადამდე ავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების მოლოდინებს საგრძნობლად აჭარბებს.
 
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზიდან ირკვევა, Facebook–ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 8 პროცენტით გაიზარდა და $2.45 მილიარდს მიაღწია. რეკლამირების სახით მიღებულმა შემოსავლებმა 28 პროცენტი შეადგინა და $17.4 მილიარდით განისაზღვა.

ინტერნეტ–გიგანტი ამჟამად ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება - 2020 წლის აშშ-ის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კვლავ არის ხმაურიანი ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქსელი პროპაგანდისა და ყალბი ამბების გავრცელების წინააღმდეგ სათანადოდ არ რეაგირებს.

ამასთან, Facebook–ის პრესტიჟულ პროექტს ციფრული ვალუტის შესახებ საფრთხე ემუქრება. libra-ს უფრო და უფრო მეტი პოტენციური პარტნიორი ტოვებს.