მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კიდევ ორი GDP სერტიფიკატი გასცა

62740343e7686
მარიამ ვარადაშვილი
05.05.22 21:00
1291
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ორი GDP სერტიფიკატი გასცა. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატი კომპანია „ეი-ბი-სი ფარმალოჯისტიკსმა“ და „ვორლდვაიდ კლინიკალ თრაიალს - ჯორჯიამ“ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საერთო ჯამში, გაცემული აქვს 1 GMP და 4 GDP სერტიფიკატი. უწყება ამ ეტაპზე დამატებით 20 განაცხადს სწავლობს.

სააგენტოს ინფორმაციით, GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით.