12.სექტემბერი .2019 17:40

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზი გათანაბრდება, დაჭრილი თამბაქო კი დაიბეგრება

views 519
უკან

პარლამენტის დეპუტატების მიერ მომზადებული "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე მიიღო.

მოქმედი კანონმდებლობით, თამბაქოს ნედლეული 500 გრამზე მეტი ნეტო-მასით დაბეგვრას არ ექვემდებარება. საქონელი იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში, არაუმეტეს 500 გრამი ნეტო-მასით. კანონში ეს ჩანაწერი გადამხდელს აძლევს შესაძლებლობას, შეგნებულად დააფასოოს საქონელი იმისთვის, რომ არ დაექვემდებაროს აქციზით დაბეგვრას.

ცვლილებების პროექტით, კანონში ეს ჩანაწერი შეიცვლება და თამბაქოს ნედლეულის იმპორტიორებს ყოველ იმპორტირებულ კილოგრამზე 60 ლარის გადახდა მოუწევთ.

ამასთან, უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტს გაუტოლდება.

კანონპროექტის მიხედვით, თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ გადამხდელებს შესაძლოა, წარმოეშვათ ასევე შეფუთვასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, თამბაქოს მიწოდება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია კანონის მიერ გათვალისწინებული ნორმებით - ნეტო-მასით 50, ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღსანიშნავია, რომ ეს ვალდებულება არ გავრცელდება თამბაქოს ადგილობრივ მწარმოებლებზე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა