მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსისტი: ახლა ბიზნესი გადარჩენის წინაშე დგას

5f525de05cd09
ლიკა გურაბანიძე
04.09.20 22:44
1186

“რომც არ იყოს ასეთი მძიმე ეკონომიკური ვითარება, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესში ნებისმიერი ასეთი ჩარევა რა თქმა უნდა კონტრპროდუქტიულია,” - ამის შესახებ ფინანსისტმა ვასილ რევიშვილმა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

“საქმიანი დილის ანალიტიკაში” საუბრისას რევიშვილმა, სახელმწიფოს და ბიზნესის ურთიერთობაზე ისაუბრა. 

“ეკონომიკურად სწრაფად ის ქვეყნები ვითარდება, სადაც მსგავსი ურთიერთობები ბიზნესსა და დასაქმებულს შორის რეგულირდება. 

როგორც კი სახელმწიფოს დიქტატი  შრომით და სახელშეკრულებო ურთიერთობებზე ვრცელდება, ასევე როდესაც სახელმწიფო ბიზნესს კარნახობს, ვის რამდენი უნდა გადაუხადოს და თუ დასაქმებულს გაათავისუფლებს, ეს რა წესებით უნდა მოხდეს. ეს რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის განვითარებას აფერხებს. 

ახლა ბიზნესი გადარჩენის წინაშე დგას, ჩაკეტილობის მოხსნა ბიზნესის ამუშავებას არ ნიშნავს. ბევრი ბიზნესის მდგომარეობა დღეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. ძირითადად ყველა ბიზნესს სესხის და რესურსების მოზიდვის პრობლემები აქვს.” - განაცხადა რევიშვილმა.

მისივე თქმით, საფინანსო სექტორს, სხვა ბიზნესისგან განსხვავებული მდგომარეობა აქვს.

“საფინანსო სექტორი შედარებით ნორმალურადაა. ამ პერიოდში მომგებიანობა მნიშვნელოვნად დაეცა და გასაგებია რატომაც. საფინანსო სექტორში ეროვნულმა ბანკმა შედარებით სწორი ნაბიჯები გადადგა. 

მაგალითად, კაპიტალზე მოთხოვნის ნაკლებად მკაცრი მიდგომით, ლიკვდობაზე მოთხოვნის შემცირებით, რამაც გამოიწვია ის, რომ ბანკები ჯანსაღად არიან. 

თუმცა, ჯერ ბიზნესების მხრიდან სესხების გადახდა უნდა მოხდეს, შემდგომ გამოჩნდება რამდენად მაღალია რისკი იმისა, რომ ბევრმა ბიზნესმა თანხები ვერ გადაიხადოს”, - აღნიშნა ვასილ რევიშვილმა.