მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი კერძო სექტორთან განიხილა

6192710943f45
ინგა მურუსიძე
15.11.21 19:45
477
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიის პროექტი კერძო სექტორთან განიხილა.

როგორც BM.GE-ს სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა ონლაინ-ფორმატში, Webex პლატფორმის საშუალებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მირზა გელაშვილმა და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი კაჭარავამ.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო სტრატეგიის მიზნები და ძირითადი მიმართულებები.

როგორც აღინიშნა, სტრატეგია უზრუნველყოფს მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გამჭვირვალობას და აღნიშნული მიმართულებით ინვესტორების, კრედიტორების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდას.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე https://mof.ge/5231. პროექტის გამოქვეყნება ხაზს უსვამს სამინისტროს მზადყოფნას, გაითვალისწინოს როგორც კერძო სექტორის, ასევე, სხვა ყველა დაინტერესებული პირის შენიშვნა/კომენტარი.

ორი კვირის განმავლობაში ვალის მართვის სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები/კომენტარები/კითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ. მისამართზე: fo@mof.ge.

ორკვირიანი საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია.