მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FlyArystan-მა ქუთაისიდან ალმათის მიმართულებით ფრენები დაიწყო

647dd08900dc9
მარიამ ვარადაშვილი
05.06.23 16:22
458
ყაზახურმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. ალმათი - არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება.

"FlysArystan-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას კიდევ უფრო აძლიერებს. ალმათი - სრულიად ახალი, მეხუთე მიმართულება დაემატა უკვე დღეიდან ჩვენს აეროპორტს. რითაც ქუთაისიდან ფაქტობრივად, სრულად დაიფარება ყაზახეთის ქალაქები. ცენტრალური აზია ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. FLyArystan-ის წარმატებულმა მაგალითმა აჩვენა, რომ ჩვენი რეგიონი ყაზახეთისთვის ძალიან საინტერესო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ზაფხულში ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთიდან კვირაში 15 სიხშირით იფრენს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ალმათის გარდა, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FLyArystan ქუთაისში ასტანადან, ატირაუდან, აქტაუდან და შიმკენტიდან ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 135 000 მგზავრს მოემსახურა.