28.იანვარი .2020 09:15

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღეს ექიმებს ხვდება

views 117
უკან

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დღეს ექიმებს ხვდება. შეხვედრა პარლამენტში, 11:00 საათზე გაიმართება.

დეპუტატები მათ პრობლემებს პირადად მოისმენენ.

როგორც bm.ge-ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ განუცხადა, შეხვედრა ფრაქციის ინიციატივით იმართება და მას დამოუკიდებელი დეპუტატები და ექიმები დაესწრებიან.

„შევხვდებით ექიმებს, რომ პირველწყაროსგან მოვისმინოთ, თუ რა პრობლემები აქვთ ზოგადად და ასევე, 520-ე დადგენილების ამუშავების შემდეგ. მოგეხსენებათ, 2 თვე გავიდა და როგორც ექიმები ამბობენ, პირველი უარყოფითი შედეგები უკვე აქვთ. საბჭო არსებობს, თუმცა ექიმებისვე ინფორმაციით, გადაწყვეტილებების მიღება იწელება. ექიმებს მოვუსმენთ და როგორც კი შესაძლებლობა გვექნება ამ კითხვებს და პრობლემებს მინისტრის წინაშე დავაყენებთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა