მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადასახადებისგან თავის არიდებისთვის კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს

611cb4ec0701c
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 11:20
1391
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისგან განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა - ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც ქ. თბილისში მოქმედ ერთ-ერთ კომპანიას, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, შემოსავლების არასწორ დეკლარირებას სისტემატურად ახდენდა, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას თავს არიდებდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.