მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გავღარიბდი“- გახარიას პასუხი ქონებრივ დეკლარაციაზე

5eda4244210cb
ინგა მურუსიძე
05.06.20 17:00
2794
გავღარიბდი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ სად წავიდა ქონება, რომელიც მის ქონებრივ დეკლარაციაში იყო ასახული 2015 წელს, მათ შორის მიწა, ბინა და ა.შ.

„ქონებრივი დეკლარაცია არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის ყველაფერი ასახული. რაღაცა ნაწილი გავყიდე, რაღაცა ნაწილში გავღარიბდი და ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მოდის, შემოსავალი აკლდება. რა გინდათ, მოგიყვეთ წინა ცხოვრებაში შემოსავალი რამდენი მქონდა?“, - უპასუხა გახარიამ ჟურნალისტს.

რეპლიკაზე, გაღარიბდა თუ არა ის 2015 წლის შემდეგ, პრემიერმა განაცხადა:

„გავღარიბდი, მაგრამ ამისთვის მე მზად ვიყავი ყოველთვის. მოსახლეობას უჭირს და ამას არავინ უარყოფს. ასე რომ სვამთ კითხვას, ეს ამორალურია. მიუღებელია ჩემთვის ეს სპეკულაცია“, - მიმართა ჟურნალისტს გახარიამ.