28.მარტი .2020 13:10

გაყიდვები არის შემცირებული, თუმცა საწარმოო პროცესები არ გაგვიჩერებია – "თბილღვინოს" დამფუძნებელი

views 361
უკან

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინო“ საწარმოო პროცესის შეჩერებას არ გეგმავს და უფრო მეტიც როგორც მისი დამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, წელს მათი ვენახების გაფართოების გეგმა უცვლელად განხორციელდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, საწარმოებში დაცული და გათვალისწინებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები, იმისთვის, რომ დაცული იყოს მათი თანამშრომლების უსაფრთხოება.

„თბილღვინოს“ დამფუძნებლის თქმით, მათ პროდუქტზე მოთხოვნა შემიცრებულია, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე, თუმცა კომპანიის მენეჯმენტი პარტნიორებთან ერთან მუშაობს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ეს კლება.

„რესტორნებისა და სასტუმროების სეგმენტი აბსოლუტურად გაჩერებულია, გაყიდვები არის შემცირებული. ეს უფრო თვის ბოლოს იქნება ასახული. შესაბამისად ჩვენ ასევე სავაჭრო ქსელებთან გვაქვს დაწყებული მოლაპარაკება, რომ დამატებით მოქმედებები ვაწარმოოთ პარტნიორ ქსელებთან, რომ მომხმარებელს ფასდაკლება შევთავაზოთ, დამატებით აქციებში მივიღოთ მონაწილეობა და ამ პროცესებში ვიმყოფებით.

ეს პროცესი გაგრძელდება, მაგრამ უსასრულო არ იქნება, შესაბამისად ადრე თუ გვიან დასრულდება და უფრო ძლიერი პოზიციებით ვიქნებით საექსპორტო და ადგილობრივ ბაზრებზე“, - ასე პოზიტიურად უყურებს „თბილღვინოს“ დამფუქნებელი არსებულ მდგომარეობას.

ზურაბ მარგველაშვილის ინფორმაციით, კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს გეგმის მიხედვით გათვალისწინებულ აქტივობებს.

„მიუხედავად ყველაფრისა კომპანია „თბილღვინოში“ ჩვენ საწარმოო პროცესები არ გაგვიჩერებია, დღემდე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დატვირთულად ვმუშაობთ.

კახეთში პროცესები ასევე გეგმის მიხედვით, შეუჩერებლად მიდის. წელს კიდევ ჩვენს 220 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენებულ ვენახებს 40 ჰა-ით გაიზრდება და გაფართოვდება“, - აღნიშნავს მეღვინე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა