მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგლა მიქაუტაძე: "ლელო" დაასრულებს შიმშილს ქვეყანაში”

5f60cc28e1311
BM.GE
15.09.20 16:02
918
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ გამოაქვეყნა კვლევა მოსახლეობაში შიმშილის შესახებ, რომლის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ყველა ცუდი პოზიცია უკავია, - ამის შესახებ გლდანში “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

“კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 8.2% შიმშილობს და ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია უკანასკნელ წლებში. ამავე დროს, იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა. აღნიშნული კვლევა ადასტურებს, რომ დღევანდელი მთავრობის სოციალურმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ მათი მთავარი საზრუნავი ადამიანია. მთავრობას, რომელმაც სამჯერ გაზარდა სახელმწიფო ვალი 8 წლის განმავლობაში და ამავე დროს, გააორმაგა შიმშილის დონე ქვეყანაში, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვს, დარჩეს ხელისუფლებაში”, - განაცხადა მიქაუტაძემ და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ისტორიაში ვალისა და შიმშილის მთავრობის სახელით შევა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, “ლელოს „მარშალის გეგმის“ მიხედვით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში შეიქმნება 200.000 ახალი სამუშაო ადგილი და გატარდება ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც არც ერთ მოქალაქეს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებს, არ დატოვებს მზრუნველობის გარეშე. „ლელო დაასრულებს შიმშილს ქვეყანაში,”- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.
NS