06.სექტემბერი .2020 17:23

გიორგი გახარია: ყველაზე კარგი და ბევრი თხილი სამეგრელოში მოდის

views 675
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მეთხილეობა საქართველოს ეკონომიკსითვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ პრემიერმა ზუგდიდში „თხილობის“ ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

„მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონის სტუმრებს ვხედავ, თხილი მარტო სამეგრელოში არ იზრდება, გურიაშიც იზრდება, აჭარაშიც, იმერეთშიც, მაგრამ ყველაზე კარგი და ბევრი თხილი მაინც სამეგრელოში მოდის, ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი უნდა იყოს სამეგრელოში, ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, მაგრამ არის რაღაცეები, რაზეც მოგვიწევს შეთანხმება და ფიქრი, მაგალითად, ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, რა უნდა დაერქვას ამ ღონისძიებას - ზოგმა თქვა „თხილობაო“, ზოგმა - „თხირიში კოროფუაო“ (თხილის შეგროვება - მეგრულად) . შეიძლება, სამეგრელოში იყოს „თხირიში კოროფუა“, დანარჩენ საქართველოში - „თხილობა“, ამიტომ მთავარია, რომ შვეთანხმდეთ, რომ მეთხილეობა არის უაღესად მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის: 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1 797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81% -ით აღემატება.

2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა, ხოლო ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარია.