მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი პერტაია: რაც მეტი სახელმწიფო ქონება იქნება პრივატიზებული, მით - უკეთესი

5e5919909d6eb
ინგა მურუსიძე
28.02.20 20:00
991
„კარგია გაყიდვა, თუმცა არ მგონია დღევანდელი პერიოდი კარგი იყოს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის”, - ასე უპასუხა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ დღეს ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების შესაძლო გასხვისებას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ მთავრობა სარკინიგზო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს, რომლის მიხედვით, „საქართველოს რკინიზგის“ სამგზავრო გადაყვანები ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამომავლოდ კი, მისი კერძო ოპერატორზე გასხვისება განიხლება, თუმცა ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გიორგი პერტაია, ზოგადად, პრივატიზაციას მიესალმება, მაგრამ სხვა ფაქტორებზეც საუბრობს.

„ფაქტია, მთავრობა რაც უფრო მეტ სახელმწიფო ქონებას გაასხვისებს, მით უფრო კარგია. ამასთან, არის გარკვეული რისკები; უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს ვყიდით, როგორიც არის საქართველოს რკინიგზა, გარკვეული რისკები არსებობს მომავალ მფლობელებთან დაკავშირებით. ეს უნდა გაკონტროლდეს. ჯამში, კარგია გაყიდვა, თუმცა არ მგონია, დღევანდელი პერიოდი კარგი იყოს ქონების გასაყიდად, რადგან ასეთი ტიპის პრივატიზაციები ხდება მაშინ, როცა ბაზრები იმატებს, ასევე ფასები იმატებს არსებულ ბაზრებზე. არ ვფიქრობ, რომ ახლა ამისთვის კარგი პერიოდია, თუმცა ალბათ გარკვეული დრო დასჭირდებათ მოსამზადებელ სამუშაოებზე… გაივლის კორონავირუსთან დაკავშირებული შოკები და ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი“, - განაცხადა პერტაიამ.