24.დეკემბერი .2019 17:47

გოგა მელიქიძე: დიდი ხანია, აშშ-ის საფონდო ბირჟებს ასეთი კარგი წელი არ ჰქონია

views 602
უკან

Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელის გოგა მელიქიძის შეფასებით, აშშ-ის საფონდო ბირჟებისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული იყო.

მისი თქმით, ყველა ძირითადი ინდექსი გაზრდილია, რასაც კარგი ეკონომიკური მაჩვენებლებიც ემატება.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი კარგი წელი დიდი ხანია არ ჰქონია. მხოლოდ გასულ კვირას რომ შევხედოთ, Dow Jones-ის ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა, წლის მანძილზე კი, ზრდა 22%-ია. S&P-ის ინდექსი კვირის ჭრილში 1.6%-ითაა მომატებული, წლის ჭრილში კი, 28%-იანი მატება ჰქონდა, Nasdaq წლიურად 34.5%-ითაა ასევე გაზრდილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკამ 2019 წლის მანძილზე განსაკუთრებულად კარგი შედეგები აჩვენა. ამ ყველაფერს „სავაჭრო ომის“ პირველი ფაზის წარმატებით დასრულებაც დაემატა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება იანვარში დაიდება“, - განაცხადა "საქმიანი დილის" რუბრიკაში გოგა მელიქიძემ.







მისი თქმით, ამერიკაში უძრავი ქონების ნებართვების გაცემაც მომატებულია, რაც ინდექსებს დამატებით ბიძგს აძლევს.

„გასული წლის დასაწყისში ინვესტორს რომ შეეძინა Nasdaq-ის ინდექსი, დღეს 35%-იანი ზრდა ექნებოდა. მიღმა ამისა, ამ ინდექსებს გასულ კვირას კარგი ეკონომიკური მაჩვენებლებიც დაემატა, რომელიც პროგნოზებს აღემატებოდა. ასევე უძრავი ქონების ნებართვების გაცემის კუთხით ამერიკაში, თვის ჭრილში, 12 წელია ასეთი კარგი შედეგები არ დაფიქსირებულა", - აღნიშნა მან.

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა