მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის აღმართზე მინი „ღვინის ქარხნის“ მოწყობა გვინდა“ - დავით კაკაბაძე

6426e16a5d390
თელარა გელანტია
01.04.23 00:05
687
ბიზნესმენი დავით კაკაბაძე თბილისში, ღვინის აღმართზე, რესტორნების და კაფე-ბარების დიდი სივრცის მოწყობას გეგმავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„თბილისში, ღვინის აღმართზე გვაქვს უძრავი ქონება, სასტუმრო „ნატა“, მაგრამ ვაპირებთ, ერთიან სივრცედ გადავაკეთოთ და სულ რესტორანი და კაფე-ბარები მოვაწყოთ, ისე როგორც „ღვინის ქარხანაა“, რადგან ტერიტორიიდან თბილისის ძალიან ლამაზი ხედები იშლება“, - თქვა ბიზნესმენმა.

დავით კაკაბაძის თქმითვე, ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა 1 მლნ დოლარი იქნება.

ინფორმაციისთვის: დავით კაკაბაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ბადრი კაკაბაძის შვილია. „ბი ენდ ენ ჯგუფი“ წყალტუბოში ორ აბაზანას, ბალნეოლოგიურ კურორტ Park Resort Tskaltubo-ს, რესტორან „მაგნოლიას“ და სხვა აქტივებს ფლობს. დავით კაკაბაძის თქმით, ჯამში, წყალტუბოში 25 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და ფულის ჩადებას კიდევ აგრძელებენ. ტურიზმში ინვესტირება კაკაბაძეების ჰოლდინგის ერთადერთი მიმართულება არაა. ოჯახი საქართველოდან არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების რუსეთში დისტრიბუცია-ექსპორტით არის დაკავებული.