მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვიხარია, რომ ინფლაცია კლების ტენდენციით ხასიათდება - სელიმ ჩაქირი

63fca56ff39d9
მარიამ ვარადაშვილი
27.02.23 17:30
591
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი სელიმ ჩაქირი მიიჩნევს, რომ კობა გვენეტაძის მეთაურობით ეროვნულმა ბანკმა საგარეო შოკებს წარმატებით გაართვა თავი. ჩაქირმა ასევე ისაუბრა ინფლაციაზე და თქვა, რომ ის გლობალური გამოწვევაა, ხოლო საქართველოს ცენტრალურ ბანკს სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული.


“კობა გვენეტაძის მუშაობის პერიოდში ეკონომიკას რამდენიმე შოკის გავლა მოუწია, თუმცა, ვფიქრობ, რომ ქვეყანა და ცენტრალური ბანკი ამ შოკებისთვის კარგად მომზადებული გამოდგა. საფინანსო სექტორი ძლიერი იყო, რაც განსაკუთრებით კოვიდის დროს აღმოჩნდა მნიშვნელოვანი, როცა ის დაეხმარა ეკონომიკას. ასევე ფისკალური ბუფერები იყო ძლიერი პანდემიის დროს, რამაც საშუალება მისცა მთავრობას ფისკალური დეფიციტი გაეზარდა.

ცენტრალურმა ბანკმა წარმატებით მოახერხა შოკის პერიოდში ინფლაციის შედარებით დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება. ინფლაცია ჯერ კიდევ გამოწვევაა და როგორც ბატონმა გვენეტაძემ ახსენა, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ დონეზე იქნას შენარჩუნებული. ვნახავთ, კიდევ ზრდა თუ იქნება საჭირო, თუმცა ცენტრალური ბანკის პოლიტიკა სწორია და გვიხარია, რომ ინფლაცია კლების ტენდენციით ხასიათდება. როგორც ვახსენე ცენტრალური ბანკის პოლიტიკა ამ ვითარების შესაბამისია და როგორც გვითხრეს, ბანკი აკვირდება მოვლენებს. ვხედავთ, რომ ამ წელს და შემდეგ წლებშიც გაგრძელდება ეს მიდგომა რომ მთავრობა ცდილობს დეფიციტი შეამციროს, რისი ორი გზაც არსებობს: ერთია დანახარჯების შემცირება, ხოლო მეორე შემოსავლების ზრდა. მთავრობა ცდილობს გაზარდოს შემოსავლები და ამას ჩვენ პატივს ვცემთ”, - აცხადებს ის.