მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იფქლი: პური ჩვენც 10 თეთრით გავაძვირეთ

60f18f81f00f1
ელენე გოგბერაშვილი
16.07.21 19:10
1321
საქართველოში პური გაძვირდა. პურის საწარმოების დიდმა ნაწილმა მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი 10 თეთრით გაზარდა. როგორც დღეს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განმარტა, ფასის კორექტირების მთავარი მიზეზი ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დასრულება და პურის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მაღალი ღირებულება გახდა.

10 თეთრით პურის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო კომპანია „იფქლმაც“. როგორც პურის საწარმოს ხელმძღვანელი განმარტავს, ყველა დასახელების იფქლის პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა, თუმცა სარეალიზაციო ქსელები გაძვირებულ პროდუქტს კიდევ 10 თეთრით ძვირად ყიდიან. მოსახლეობისთვის მთავარი სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის ზრდის მთავარ მიზეზად ამ შემთხვევაშიც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასრულება და პურის ფასის სხვა მდგენელების მაღალი ღირებულება სახელდება.

„5 ივლისიდან ჩვენც გავაძვირეთ პური და ავწიეთ ფასი 10 თეთრით. სუბსიდიის დასრულების შესაბამისად პურიც გაძვირდა. უამრავი მდგენელია... აქ არის დენი, გაზი, წყალი, საფუარი, მარილი, დისტრიბუცია, საწვავი, ხელფასები - ყველა მდგენელი არის გაძვირებული. ჩვენთან ხელფასებიც გაიზარდა, რადგან თანამშრომლებს ვეღარ ვაჩერებდით.

ფასი რომ შემცირდეს, ფქვილი იმ დონეზე უნდა გაიაფდეს, რომ ეს ყველაფერი დააბალანსოს და ძველ ნიშნულსაც ქვემოთ ჩაცდეს. თუ არ მოხდა სუბსიდია კვლავ, შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება“-აცხადებს ბაკურაძე და განმარტავს, რომ მათი სარეკომენდაციო ფასი, რაც შეიძლება სარეალიზაციო ქსელებმა პურზე დააწესონ, 10 თეთრია, თუმცა მისი ინფორმაციით, შესაძლოა დახლებზე ქსელები პურს 15 თეთრით ძვირადაც ყიდდნენ.

აღსანიშნავია, რომ პურზე ფასის ზრდის შეჩერება სახელმწიფოს ფქვილის სუბსიდირებსი პროგრამის ფარგლებში გასული 7 თვის განმავლობაში 16 მილიონ ლარამდე დაუჯდა.